ინიესტა: "ბარსელონას" ერა არ დასრულებულა"

ინიესტა: "ბარსელონას" ერა არ დასრულებულა"

ინტერვიუში ინიესტამ განაცხადა, რომ მისი მიზანია 2013 წლის კონფედერაციის თასზე გამარჯვება.

"ბარსელონაზე": "იმის თქმა, რობ "ბარსას" ეპოქა დამთავრდა არასწორია. ეს შეკითხვა უფროა, ვიდრე ნათქვამი, ან შესაძლოა ეს ვინმეს სურვილიცაა. სიმართლე ისაა, რომ ამ ერას კიდევ დიდი მომავალი აქვს. მას, ვინც "ბლაუგრანას" ეპოქის დასრულებაზე საუბრობს, არანაირი არგუმენტი არ აქვს. "ბარსელონას" სჭირდება გამარჯვებების გაგრძელება.

გასულ სეზონზე: "ეს ადვილი წელი არ იყო. ჩვენ გვქონდა ბევრი უარყოფითი მოვლენები, რომლებიც გარედან არ ჩანდა. ბოლო გზა, რომელიც ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გავიარეთ ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ლა ლიგაში "რეალი" ზედმეტი კითხვების გარეშე ჩამოვიტოვეთ".

გვარდიოლაზე: "რა თქმა უნდა, დიდი მოგონებები მაკავშირებს მასთან - ის იყო იმ დიდი ერის ნაწილი, რომელიც "ბარსელონას" ოდესმე ჰქონია.

ეროვნულ ნაკრებზე: "როდესაც შენ მოიგებ ნაკრებთან ერთად ამდენ რამეს, იღებ იმის პასუხისმგებლობას, რომ შეინარჩუნო რეპუტაცია".

პერსონალურ განვითარებაზე: "მე მინდა ხალხს დავამახსოვრდე, როგორც დიდი მოთამაშე, მინდა ხალხმა სიამოვნება მიიღოს იმისგან, რასაც ვაკეთებ მოედანზე".

ყველაზე დასამახსოვრებელ ღამეზე: "ეს ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლია და ის, რომ მომეცა საშუალება ეს გოლი მიმეძღვნა დანი ხარკესთვის".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.