ფიზიოთერაპევტი ემილი რიკარტი "ბარსელონას" ტოვებს

ფიზიოთერაპევტი ემილი რიკარტი "ბარსელონას" ტოვებს

ფიზიოთერაპევტი ემილი რიკარტი, რომელიც კატალონიის "ბარსელონაში" 5 წელი მუშაობდა მიიღო გადაწყვეტილება კატალონიური გრანდის დატოვებისა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა, Mundodeportivo.

რიკარტი "ბარსელონაში" კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა და ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ერის დამწყებმა, ხოსეპ გვარდიოლამ მოიყვანა. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიკარტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ერიკ აბიდალის გამოჯანმრთელებაში და მისი მოედანზე დაბრუნებაში, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა. ემილი რიკარტი აქტიურ ყურადღებას და მხარდაჭერას იჩენდა იმ მომენტშიც, როდესაც კლუბის ასტურიელმა ფორვარდმა, დავიდ ვილიამ უმძიმესი ტრავმა მიიღო მოტეხილობის სახით. 


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.