"ბარსელონა" შესაძლოა მანგალათი გაძლიერდეს

"ბარსელონა" შესაძლოა მანგალათი გაძლიერდეს

როგორც ესპანური მედია საშუალებები გვაუწყებენ, "ბარსელონა" დაინტერესებულია "პორტუს" 22 წლის მცველის ელიაკიმ მანგალას შეძენით. მანგალამ ამ სეზონში "პორტუს" რიგებში მართლაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, რომელმაც მიმიდინარე წელს 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ყველას ძალიან კარგად დაამახსოვრა.

ამჟამად ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და "დორტმუნდის" ბორუსია იჩენენ. სამომავლოდ მიიჩნევენ, რომ მანაგალასა და ვარანის დუეტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში. "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია ადევნებს თვალს ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლითაც კატალონიური კლუბი შესაძლოა ამ ზაფხულს გაძლიერდეს. როგორც მოგეხსენებათ "ბარსელონა" აქტიურად ცდილობს მცველის შეძენას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ამჟამად დაცვაშის ხაზშია შექმნილი. დიდი შანსია ამ პრობლემების მოსაგვარებლად გუნდმა მანგალა შეიძინოს. ელიაკიმ მანგალა ხასიათდება, როგორც ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფი მცველი, რომელიც მის პოზიციაზე ფაქტობრივად გაუვალია.

გეტყვით, რომ ახალგაზრდა მცველი 2011 წელს "პორტუში" 6.5 მილიონ ევროდ ლიეჟის "სტანდარდიდან" გადაბარგდა, მაგრამ ჩატარებული ორი სეზონის შემდეგ მისმა ფასმა საკმაოდ მოიმატა. ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს და ძნელი იქნება "პორტუს" პრეზიდენტის, პინტო და კოსტას დარწმუნება იმაში, რომ მან ეს თანხა შეამციროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.