"რომა" მარკინიოსის შენარჩუნებას ცდილობს
იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დაცვის ხაზის ერთ–ერთი ლიდერის გაშვებას არ აპირებს.
19 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ იგი გუნდის ერთ–ერთი ყველაზე რეკომენდებული მოთამაშეა, მას შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატში 26 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშს რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება. მანამდე კი მისი შეძენის მცდელობა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს ჰქონდათ, რომლებიც მზად იყვნენ მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაეხადათ.
იტალიური პრესის თანახმად, "ბარსელონას" მარკინიოსისთვის ბრძოლაში კონკურენციას მადრიდის "რეალიც" გაუწევს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]