"ვალენსიას" პრეზიდენტი: "მატიე შემდეგ სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს"
ესპანური "ვალენსიას" ახალმა პრეზიდენტმა ამადეო სალვომ კომენტარი გააკეთა, კლუბის 29 წლის ფრანგი მცველის ჟერემი მატიეს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.
"მატიეს "ბარსას" უკავშირებენ? ის "ვალენსიას" შემადგენლობაში შემდეგ სეზონშიც კი იასპარეზებს." - განაცხადა სალვომ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი "ვალენსიაში" 2014 წლამდეა ძალაში. ჟერემი მატიე "ღამურებს" 2009 წელს შეუერთდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]