სალვო: "ვალენსიას" მატიეს გაყიდვა არ სურდა"

სალვო: "ვალენსიას" მატიეს გაყიდვა არ სურდა"

"ვალენსიას" სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას ფრანგ მცველთან, ჟერემი მატიესთან განშორება არ სურდა. ამაზე განცხადება "ღამურების" პრეზიდენტმა, ამადეო სალვომ გააკეთა.

"ჩვენ არ ვაპირებდით მატიეს ტრანსფერზე დაყენებას, რადგან ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მისი ხილვა გვსურდა. ჩვენი კლუბი უკვე მუშაობს იმ მიმართულებით, რომ იპოვოს მისი შემცვლელი. შესანიშნავი ფეხბურთელი დავკარგეთ და ეს სატრანსვერო გარიგება ჩვენთვის აუცილებელი არ იყო." - აცხადებს სალვო.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა "ვალენსიას", მატიეში, 20 მილიონი ევრო გადაუხადა. თავად ფეხბურთელს ძალიან უნდოდა "ლურჯ-ბროწეულისფერების" ბანაკში გადასვლა და განაცხადა, რომ მისთვის ეს უნიკალური შანსია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.