ტოშაკი: "ბეილი ნეიმარზე უკეთესია"

ტოშაკი: "ბეილი ნეიმარზე უკეთესია"

უელსის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად აზერბაიჯანული კლუბის "ხაზარ-ლენკორანის" თავკაცმა, ჯონ ტოშაკმა საქებარი სიტყვები არ დაიუშრა მისი თანამემამულის, გარეტ ბეილის მიმართ რომელიც ახლოს არის "რეალში" გადასვლასთან.

"ბრმა ადამიანიც კი დაინახავს, რომ ბეილი განსაკუთრებული ფეხბურთელია. გარდა ამისა ის თავმდაბალი და ნამდვილი პროფესიონალია. ტრავმება ის უფრო ძლიერი გახადა. ისინი აცხადებენ, რომ მესი არის შეუდარებელი, ასევე აქებენ და ადიდებენ რონალდუს. მაგრამ ვფიქრობ ბეილი ახლოს არის მათი თამაშის დონესთან. მას სჭირდება წასვლა ესპანეთის რომელიმე საუკეთესო კლუბში და ასევე საჭიროა მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად ასპარეზობა".

"ნეიმარი? ბეილი უკეთესია ნეიმარზე, რადგანაც ის თამაშობს უფრო ბევრად ძლიერ ჩემპიონატში. ჩვენ დავინახავთ თუ როგორ ითამაშებს ნეიმარი "ბარსელონაში". თუ ვინმე ღირს 100 მილიონი ეს გარეტ ბეილია". - განაცხადა ტოშაკმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.