შვაინშტაიგერი: „ბარსელონა“ კავლავ ნომერ პირველი კლუბია ევროპაში“

შვაინშტაიგერი: „ბარსელონა“ კავლავ ნომერ პირველი კლუბია ევროპაში“

"ბაიერნის" ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" კვლავ რჩება საუკეთესო კლუბად ევროპაში, მიუხედავად მიუნხენური კლუბის ტრიუმფალური გამარჯვებისა.

არც გერმანელი ეთანხმება "ბარსას" ეპოქის დასრულებაზე საუბრებს, არგუმენტად კი "ასულგრანას" ბოლო 6 წლის ღვაწლს მიიჩნევს.

"ჩემი აზრით, "ბარსელონა" ჯერ კიდევ ნომერ პირველი კლუბია ევროპაში. ისინი იმდენად სტაბილური იყვნენ საერთაშორისო არენაზე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რომ არავის შეუძლია დაუყოვნებლივ განაცხადოს რაიმე მათი ეპოქის დასრულებაზე. არ შეიძლება, დიდი ტურნირის მოგების შემდეგ ადრე და პირდაპირ თქვა, რომ საუკეთესო ხარ." - განაცხადა 28 წლის შვაინშტაიგერმა გერმანულ ჟურნალთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" 2012/13 სეზონში გახდა ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის გამარჯვებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.