შვაინშტაიგერი: "ბარსელონას" მიღწევების გამეორება შეგვიძლია"

შვაინშტაიგერი: "ბარსელონას" მიღწევების გამეორება შეგვიძლია"

"ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ პეპ გუარდიოლას მეთაურობით, მიუნხენელებს შეუძლიათ ისეთივე ტიტულიანი გუნდი გახდნენ, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ "ბარსელონამ" მოახერხა.

"ვგრძნობთ, რომ "ბარსელონას" მიღწევების გამეორება შეგვიძლია. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, შევეცდებით, კატალონიელთა რეკორდებს მივუახლოვდეთ.

გუარდიოლა ჩვენს გუნდში "ბარსელონას" გარკვეულ ელემენტებს ნერგავს, რაც ნებისმიერი გუნდისთვის მრისხანე მეტოქედ გვაქცევს. ის ფაქტი, რომ ჩვენი მწვრთნელი კატალონიური კლუბის შიდა სამზარეულოს იცნობს, ოცნების ასრულებასთან გვაახლოვებს." - აცხადებს შვაინშტაიგერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.