ინიესტა: "მოურინიომ ესპანურ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა"
კატალონიის "ბარსელონას" 29 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ, რომელიც ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდა ესპანურ ფეხბურთს ზიანი მიაყენა.
"მოურინიომ ესპანურ ფეხბურთს ზიანი მიაყენა. დიახ მან გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე სარგებელი. უბრალოდ გადახედეთ ფაქტებს. თუმცა მე არ მსურს ამ ადამიანზე ვისაუბრო." - ციტირებს ინიესტას სიტყვებს, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ინიესტას თანაგუნდელმა, ჩავი ერნანდესმა მსგავსი განცხადება გააკეთა: "დიდი გუნდი ვერ შესძლებს ისე ითამაშოს, როგორც მოურინიოს "რეალი".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]