პიკე: ”ბოლო წლებში ”ბარსამ” ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა”
”ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ გასცა პასუხი მადრიდელთა ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, იტყობინება ესპანური პრესა.
”ჩელსის” დამრიგებელმა კი თავის მხრივ გააკეთა კომენტარი ანდრეს ინიესტას განცხადებაზე, სადაც კატალონიელთა ნახევარმცველი ამბობს, რომ მოურინიომ დიდი ზიანი მიაყენა ესპანურ ფეხბურთს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლონდონელთა პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინიესტა გაბრაზებულია მასზე, მხოლოდ იმიტომ რომ მან ”ბარსელონას” ჰეგემონია დაასრულა.
”ბოლო წლებში ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება მოვახერხეთ. ესპანური ფეხბურთი კი ძალიან კარგ და ჯანმრთელ მდგომარეობაშია.” - განაცხადა პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]