ბართომეუ: ”სესკის წასვლა მხოლოდ მისი სურვილით იქნება განპირობებული”
”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ შეაკავებს ფაბრეგასს, თუ იგი ”კამპ ნოუს” დატოვებას გადაწყვეტს.
სამშაბათს, ინგლისურ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სესკის დაბრუნება ლონდონურ ”არსენალს” მოუნდა და ასევე ”იუნაიტედი”, რომელიც ყველაფერზე წავა ესპანეთის ნაკრების წევრის შესაძენად. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაბრეგასის კონტრაქტი ლურჯ-ბროწეულისფრებთან 2016 წლამდეა გათვლილი.
”სესკის წასვლა მხოლოდ მისი სურვილით იქნება განპირობებული. ჩვენ არ ვაპირებთ მის გაშვებას.” - განაცხადა ბართომეუმ.
თავად ფეხბურთელმა კი რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ იგი ბედნიერია კატალონიაში და არ აპირებს არსად წასვლას, თუ ამაც კლუბის ხელმძღვანელობა არ მოითხოვს. მიმდინარე სეზონში სესკმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11-ჯერ მეტოქის კარის აღებაც მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]