ლაუდრუპმა ნეიმარზე ისაუბრა

ლაუდრუპმა ნეიმარზე ისაუბრა

”სუონსის” მწვრთნელმა, მიქაელ ლაუდრუპმა ისაუბრა ”ბარსელონას” ახალწვეულ ნეიმარზე და ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ლიონელ მესის შეადარა.

არ მინდა ვინმეს შევადარო, მაგრამ შევხედოთ ლიონელ მესის. იგი 169სმ-ია და არ ითვლება ფიზიკურ ძლიერ მოთამაშედ, თუმცა ჩვენ ვხედავთ თუ რას აკეთებს ლეო მოედანზე. კი, ნეიმარი სამხრეთ-ამერიკაში ფანტასტიური მოთამაშე იყო, მაგრამ ცხადია - ევროპაში სულ სხვა ფეხბურთია. ყველა ელოდება მის დებიუტს. აბსოლიტურად ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს აინტერესებს, თუ რა შეუძლია ნეიმარს ევროპაში. ექნება თუ არა ნეიმარს პრობლემები სიმაღლესთან დაკავშირებით? ამას ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით.” - განაცხადა ლაუდრუპმა. 

”სანტოსში” ნეიმარმა ოთხი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მან 103 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 54 გოლის გატანაც შეძლო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.