პიკე: "სილვა, ჰუმელსი და კომპანი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან"

პიკე: "სილვა, ჰუმელსი და კომპანი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან"

"ბარსელონას" ესპანელმა მცველმა, საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც შესაძლოა კატალონიურმა გრანდმა შეიძინოს. "ტიაგო სილვა, მატს ჰუმელსი და ვენსან კომპანი დიდი მოთამაშეები არიან, რომლებიც ასპარეზობენ დიდ კლუბებში. მათი შესაძლო შეძენა დამოკიდებულია დიდ ადამიანებზე."

პიკემ ასევე კლუბის ბრაზილიელ ახალწვეულზეც გააკეთა კომენტარი: "ნეიმარმა უკვე აჩვენა ყველას თუ რამდენად კარგია ის. ნეი ძალიან სწრაფია და საკმაოდ ადვილად შეუძლია მეტოქე მცველების ჩამოშორება". - განაცხადა პიკემ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.