ოცნება, რომელიც ტკივილს აყენებს ვილანოვას

ოცნება, რომელიც ტკივილს აყენებს ვილანოვას

ნეიმარის გადმობირების შემდეგ "ბარსელონა" აქტიურად გადაერთო ცენტრალურ მცველზე. ამ უკანასკნელი შეძენას კლუბის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა და სამწვრთნელო შტაბი პრიორიტეტულად თვლის. საუბარია "პსჟ"-ს ბრაზილიელ მცველზე ტიაგო სილვაზე.

მოლაპარაკება უკვე დაგვპირდა და გვაჩვენა, რომ ყველაფერი საკმაოდ რთული იქნება, ყოველივე ეს უკვე ჩიხშიც შევიდა. გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe უკვე წერს, რომ ბრაზილიელის კარიერა პარიზში გაგრძელდება.

"ისევე როგორც გასულ ზაფხულს დადის ჭორები, რომ მე "ბარსაში" გადავალ. გასულ ზაფხულს მე პარიზი ავირჩიე და მე აქ ჩემი საკონტრაქტო ვალდებულებები უნდა შევასრულო, რადგან მე აქ საკმაოდ კომფორტულად ვარ." - განაცხადა, სილვამ. 

ტიაგო სილვამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული გუნდების ყველაზე პოტენციური ფიგურაა. მას სჯერა, რომ თუ "პსჟ" კიდევ ხარისხიან ფეხბურთელებს დაიმატებს ამ შემთხვევაში პარიზელები შორს წავლენ ჩემპიონთა ლიგაზე. "მე უკვე ველაპარაკე კლუბის ხელმძღვანელობას და ვურჩიე ამ ზაფხულში კარგი დანამატის განხორციელება. ვიმედოვნებ, რომ რუნის ტრანსფერი შედგება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ეს მშვენიერი გაძლიერება იქნება და ის ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც დაგვეხმარება." - განმარტა, სილვამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.