სილვა: "პსჟ-ში ბედნიერი ვარ"

სილვა: "პსჟ-ში ბედნიერი ვარ"

პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ უარყო ამ ზაფხულს მისი "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებული ჭორები. "ჩემი მომავალი? ყოველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ამბობენ, რომ მე შეიძლება გადავიდე "ბარსელონაში". ასე მოხდა ერთი წლის წინაც. მაგრამ ამის შემდეგ ავირჩიე პარიზული კლუბი და დღეს მე ვარ ძალიან ბედნიერი პსჟ-ში. იმედი მაქვს, რომ ამ კლუბში დავრჩები კონტრაქტის ამოწურვის ბოლომდე, რომელიც მაკავშირებს 2017 წლამდე". - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვათი "ბარსელონას" თავკაცი, ტიტო ვილანოვა საკმაოდ აქტიურად ინტერესდებოდა, რომელსაც ძალიან სურდა ამ ზაფხულს ბრაზილიელი მცველის გადაბირება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.