ნეიმარი: „მე არ ვარ გამონაკლისი“
ნეიმარს ბრაზილიურმა ჟურნალმა უმასპინძლა კონფედერაციის თასის დაწყებამდე, რომელიც 15 ივნისს დაიწყება.
"ბარსელონას" ახალწვეულმა ბრაზილიელმა ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა ბრაზილიის ნაკრებში თამაში და ევროპაში გადასვლა.
"მე არ ვარ გამონაკლისი, გმირი, ხელშეუხებელი. ფეხბურთში ასეა, არის დრო, როცა კარგად თამაშობ და სხვა დროს ეს არ გამოგდის, შენ არ შეგიძლია გოლი გაიტანო ყოველ თამაშში".
აგრეთვე, ნეიმარმა განაცხადა, რომ კონფედერაციის თასის დონის ტურნირი შესანიშნავი შესაძლებლობაა კარიერაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის და ეს შანსი არ უნდა დაკარგო.
"ბრაზილია არის ნაკრები, რომელიც ყოველთვის იბრძვის და ამ გუნდის თითოეულმა მოთამაშემ იცის რას აკეთებს. მოლოდინი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის წარმოუდგენლად დიდია და მე ხალხს ვპირდები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება".
ბრაზილიელმა ასევე უარყო განცხადებები, რომ ის ვერ იბრძოლებს და გაუჭირდება ადაპტაცია ევროპულ ფეხბურთთან: "თითოეული ბრაზილიული კლუბი არის ძლიერი და არაფრით ჩამორჩება ევროპულ კლუბებს." - განაცხადა ნეიმარმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]