კონფედერაციის თასი ნეიმარის შედევრით გაიხსნა

კონფედერაციის თასი ნეიმარის შედევრით გაიხსნა

კონფედერაციის თასის 2013 წლის გათამაშება სულ რაღაც 3 წუთის დაწყებული იყო, როდესაც "ბარსელონას" ახალწვეულმა და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა, ნეიმარმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ტურნირის სადებიუტო გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. მეტოქის კარისკენ ზურგით მყოფმა ფრედიმ ნეიმარს ბურთი მკერდით დაუგრო, ხოლო ბრაზილიელთა მე-10 ნომერმა ერთი შეხებით შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

თამაშში, რომელიც ბრაზილიამ 3:0 მოიგო, ნეიმარმა 74 წუთი ითამაშა. მოედანზე 90 წუთი დაჰყო "ბარსას" მარჯვენა მცველმა დანი ალვესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.