მასკერანომ ”ნაპოლი” იუარა

მასკერანომ ”ნაპოლი” იუარა

”ბარსელონას” ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო არ აპირებს ნეაპოლში გადაბარგებას, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca. 

29 წლის ფეხბურთელმა უკვე მოახსენა ამის შესახებ ”ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს. აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, იტალიურ კლუბს არგენტინელი ფეხბურთელისთვის 20 მილიონი ევრო ჰქონდა გამოყოფილი.
შეგახსენებთ, რომ მასკერანოს ბენიტესის ხელმძღვანელობით არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული ”ლივერპულის” შემადგენლობაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.