ხუთი ათიანი
ნეიმარმა, სანჩესმა და ტიაგომ, ფაბრეგასისა და მესის მსგავსად, ნაკრებში 10 ნომრიანი მაისური მოირგეს.

ლეო არის მათ შორის ლიდერი, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობს 10 ნომრით, როგორც "ბარსელონაში", ისე არგენტინის ნაკრებში.

სესკ ფაბრეგასი "არსენალში" დასაწყისში 15 ნომრით ასპარეზობდა, შემდეგ კი "მეთოფეების" მაისურს 4 ნომრით ამშვენებდა, ამავე ნომრით თამაშობს ფაბრეგასი "ბლაუგრანაშიც". განსხვავებით კლუბებისგან, სესკი ესპანეთის ნაკრებში დიდი ხანია 10 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში უკვე 10 ნომრით ასპარეზობს. მოგეხსენებათ, რომ ნაკრებში ჯუნიორს 11 ნომრიანი მაისური ეცვა, მას შემდეგ რაც ის "ბარსაში" გადავიდა ის ეროვნულ ნაკრებში 10 ნომრით გამოდის. ბრაზილიელი კონფედერაციის თასზეც 10 ნომრით ითამაშებს.

სანჩესმა 7 ნომრიანი მაისური 10 ნომრიანით ჩაანაცვლა, ალექსისი სწორედ 10 ნომრით ასპარეზობს ბოლივიის ეროვნული ნაკრებითან თამაშის შემდეგ მოყოლებული.

ტიაგო ალკანტარა, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერია, 10 ნომრით ამშვენებს ეროვნული ნაკრების მაისურს.
არ არის ცნობილი ნებისმიერი სხვა დიდი კლუბი, რომელიც მსგავსი რთული და ამავდროულად საამაყო მიღწევით დაიტრაბახებს, ეს ვითარება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ "ბარსელონა" მეტია ვიდრე კლუბი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]