აფელაის ოცნომრიანი მაისური დაამშვენებს

აფელაის ოცნომრიანი მაისური დაამშვენებს

"ბარსელონას" ახალწვეული, რომელმაც გუშინ "ბარსასთან" ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, 20 ნომრიან მაისურს მოირგებს...

მოგეხსენებათ გუშინ იბრაჰიმმა "ბარსასთან" კონტრაქტი გააფორმა. მას ტრადიციულად პრეზენტაცია "კამპ ნოუზე" ქონდა, სადაც მას "ბარსას" 20 ნომრიანი მაისური ამშვენებდა. ამავე ნომრით იგი ასევე თავის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს. სწორედ ამ ნომრით იცავდა იგი თავისი ყოფილი გუნდის, "პსვ"–ს ღირსებას. 20 ნომრიანი მაისური 2008/09 წლების სეზონში დანი ალვესის საკუთრება გახლდათ. მაქამდე კი, 2004–2008 წლებში ამ ნომრის ბატონ–პატრონად პორტუგალიელი დეკუ გვევლინებოდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმმა "ბარსასთან" კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.