მესი: „ბრალდებებით ძალიან გაკვირვებული ვარ“

მესი: „ბრალდებებით ძალიან გაკვირვებული ვარ“

არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი, მასთან ერთად ამ საქმეში ლეოს მამა, ხორხეც ფიგურირებს. როგორც იუწყებიან "ბარსას" ლიდერი და ხორხე 3 წლის განმავლობაში არალეგალირი გზით ფარავდნენ 4 მილიონი ევროს ღირებულების გადასახადებს.

ოქრის ბურთის ოთხგზის მფლობელს ამ ბრალდებას ესპანეთის საგადასახადო ორგანოები უყენებენ, რასაც ხელს პროკურორი რადამელ ამადო აწერს.

თავად არგენტინელმა ვარსკვლავმა მალევე უარყო ბრალდებები და "Facebook"-ის გვერდზე შემდეგი განცხადება განათავსა: "ჩვენ ესპანეთის საგადასახადო ორგანოების ბრალდებები მედიის საშუალებით შევიტყვეთ და გაკვირვებულები ვართ, რადგან არანაირი წესი არ დაგვირღვევია. ყოველთვის პირნათლად ვასრულებდით გადასახადებთან დაკავშირებულ მოვალეობებს. სიტუაციის გარკვევას კი ჩვენი კონსულტანტები აუცილებლად ეცდებიან".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.