საგადასახადო აგენტი: "ლიონელ მესის გადასახადების დამალვაში მონაწილეობა არ მიუღია"

საგადასახადო აგენტი: "ლიონელ მესის გადასახადების დამალვაში მონაწილეობა არ მიუღია"

ლიონელ მესის მიერ გადასახადების დამალვასთან დააკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სამართალდარღვევა არ მომხდარა.

როგორც იცით, გასულ ზაფხულში, ლიონელ მესის ბრალი გადასახადების დამალვაში დასდეს. საქმე 2007-09 წლებში გადაუხდელ 4 მილიონ ევროს ეხება. მას შემდეგ, არგენტინელმა ესპანეთის მთავრობას დაახლოებით 5 მილიონი გადაუხადა, მაგრამ სასამართლოს გამართვა საჭირო მაინც გახდა.

დღეს, გავაში გამართულ სასამართლო პროცესზე, საგადასახადო ოფიცერმა დაადასტურა, რომ ლიონელ მესი გადასახადების დამალვაში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, საქმე დახურული ჯერ არაა. როგორც ცნობილია, 2007-09 წლებში, მესის გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მისი მამა და აგენტი ხორხე მესი ღებულობდა და შესაძლოა, სასამართლომ ის გაამტყუნოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.