კლუბის შემოსავალმა ერთ ფინანსურ წელიწადში 30 მილიონს მიაღწია

კლუბის შემოსავალმა ერთ ფინანსურ წელიწადში 30 მილიონს მიაღწია

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ისაუბრა კატალონიური კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ბოლო წლების განმავლობაში.
სამი სეზონის განმავლობაში ”ბარსელონას” შემოსავალი სპონსორებისგან 70 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება კლუბის მუზეუმს, პროგრესი აქაც ნათელია. შემოსავალი 25 პროცენტით გაიზარდა და საშუალოდ, ერთ წელიწადში ჩვენს მუზემს 500,000 კაცი ნახულობს. ჩვენი კლუბის იდეალური მოდელის წყალობით გუნდში ისეთი ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა შეგვიძლია, როგორიც არის ნეიმარი. მან აირჩია ”ბარსელონა” მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბებისგან უფრო სარგებლიანი შემოთავაზებები ჰქონდა. ფინანსური წელიწადის დასრულებამდე 6 თვით ადრე გეტყვით, რომ კლუბი ამ წელიწადის დასრულებისთვის 30 მილიონი ევროს მოგებას ნახავს. ამ თანხაში არ შედის სეზონის დაწყებამდე გამოყოფილი ფულის დიდი რაოდენობა.” - განაცხადა როსელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.