ფაუსი: ”2-3 წელში ”ბარსა” ყველაზე გადამხდელუნარიანი კლუბი გახდება”

ფაუსი: ”2-3 წელში ”ბარსა” ყველაზე გადამხდელუნარიანი კლუბი გახდება”


”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსურ საკითხებში, ხავიერ ფაუსმა გაანცხადა, რომ მისი განყოფილების ერთ-ერთი მთავარი მისია ”ბარსელონას” ვალის შემცირებაა.

კლუბმა 83 მილიონი ევრო დაკარგად გასულ წელს, წლეს კი ამ თანხამ 21 მილიონი შეადგინა. ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაგრძელოთ ფულის დაკარგვა” - განაცხადა ფაუსმა. ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვან ფაქტორად თვლის იმას, რომ მომავალი სეზონიდან იწყება უეფას ფინანსური პროგრამა ”fair play”, რომელიც კლუბებს უფლებას არ აძლევს დახარჯოს იმაზე მეტი თანხა, რასაც გამოიმუშავებს. ”ჩვენ კლუბის ვალებს ვამცირებთ. საერთო ვალი 532 მილიონიდან 483 მილიონამდე შემცირდა, ხოლო სუფთა ვალი 431-იდან 364-ამდე. ჩვენ თავად უნდა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და ამისთვის ვალი უნდა შევამციროთ მისაღებ დონემდე”.

იმედისმომცემი მომავალი

ფაუსმა ასევე განაცხადა, რომ ისინი დამტკიცებულ ბიუჯეტს მიუყვებიან, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს კლუბის შემოსავალმა 420 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გასავალმა 421. ”ივლისის ბოლოს ახალ ანგარიშებს წარვადგენთ”.

”ბარსა” დიდი ყურადღების ქვეშაა პრესისგან

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მოგებას, შემოსავალი 4 მილიონი ევროთი ნაკლები შემოვიდა, ვიდრე მოელოდნენ. ”შემოსავალი გაიზარდა 39 მილიონიდან 61-ამდე, მაგრამ გასავალი 1 მილიონიდან 28-ამდე გაიზარდა. გასავალის ზრდა ფეხბურთელების პრემიებმა გამოიწვია. ამგვარად მოგება 38 მილიონიდან 34-ამდე შემცირდა”.

მიუხედავად ამისა ფაუსმა განაცხადა, რომ ”ამ გამარჯვებით ბედნიერები ვართ, რადგან ეს საუკეთესო ინვესტიციაა, რაც შეიძლება გაკეთდეს. არასდროს აქამდე ბრენდი ”ბარსელონა” არ იყო ამ დონეზე აღიარებული და არ იქცევდა მსოფლიო პრესის უდიდეს ყურადღებას”.

45 მილიონი ტრანსფერებისთვის

ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ ”ტრანსფერებისთვის 45 მილიონია გამოყოფილი, რომელსაც დაემატება ფეხბურთელების გაყიდვით აღებული თანხა. ახალი ფეხბურთელების შესაძენათ შეიძლება დაიხარჯოს ესპანეთის სუპართასის მატჩის ბილეთების გაყიდვით აღებული თანხა, რაც დაახლოებით 3 მილიონ ევროს უტოლდება”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.