სანდრო როსელი: ”მესი უდანაშაულოა!”

სანდრო როსელი: ”მესი უდანაშაულოა!”

ოთხშაბათს გახდა ცნობილი, რომ ესპანეთის პროკურატურა მესის და მამამისს საკმაოდ სერიოზულ კანონების დარღვევაში ადანაშაულებდა. პროკურატურის თქმით, 2007-დან 2009 წლამდე მამა-შვილი არ იხდიდნენ გადასახადებს. ამ 2 წლის განმავლობაში გადაუხდელმა თანხამ 4 მილიონ ევროს მიაღწია. 
თავად მესიმ უკვე გააკეთა ამ ფაქტზე კომენტარი და თქვა, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს. იგივე განცხადება გააკეთა ხორხე მესიმაც. 

მესის ოჯახს ვესაუბრე. ისინი ძალიან წყნარად უყურებენ ამ საკითხს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ ლეოს ოჯახს და აბსოლიტურად გვჯერა, მათი უდანაშაულობის” - განაცხადა როსელმა.

ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, გადასახადების გადაუხდელობის გამო, რომლის ჯარიმაც 600 ათას ევროზე მეტს აღწევს კანონდამრღვევს 2-დან 6 წლამდე მიუსჯიან. ამასთან ერთად, ეჭვმიტანილს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.