როსელი: ”ბარსელონა” დიდ პატივს სცემს აბიდალს”
”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გამოთქვა საკუთარი აზრი კატალონიელთა ყოფილი მცველის, ერიკ აბიდალის შესახებ.
ხუთშაბათის კონფერენციაზე სანდრო როსელმა ბევრ სხვა თემასთან ერთად ერიკ აბიდალზეც ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ერიკ აბიდალი კატალონიურ გრანდს დატოვებს. ”ბლაუგრანას” უმეტესი გულშემატკივარი ამაში სანდრო როსელს ადანაშაულებდა, თუმცა პრეზიდენტმა სრულიად სხვანაირად თვლის.
”კლუბი ძალიან დიდ პატივს სცემს აბიდალს. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევდა მას, როდესაც იგი ჯერ კიდევ მკურნალობდა, ხოლო მისი მოედანზე დაბრუნება უბრალოდ სასწაული იყო. ჩვენ დავინახეთ უდიდესი განსხვავება ავადმყოფ ერიკსა და ფეხბურთელ ერიკს შორის. ჩვენ მას კარიერის დასრულების შემთხვევაში ”ბარსელონაში” ერთ-ერთი თანამდებობაც შევთავაზეთ, თუმცა აბიდალს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება სურს.” - განაცხადა როსელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]