”ნოუ კამპი” აბიდალს დაემშვიდობება

”ნოუ კამპი” აბიდალს დაემშვიდობება

 

ერიკ აბიდალი შაბათს ”ბარსელონას” დატოვებს, თუმცა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის აუცილებლად დაბრუნდება. სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ”კლუბს სურს აჩვენოს, თუ როგორ უყვარს აბი” და პრეზიდენტმა შაბათს ყველას სტადიონზე მისვლისთვის მოუწოდა.

თამაშის დასრულების შემდეგ ყველა ჩაიცვამს მაისურს, რომელსაც ეწერება ”MERCI ABI22” და 22 ბავშვი საპატიო დერეფანს გაუკეთებს მოედნის ცენტრისკენ აბიდალს, მის შვილებს და ბიძაშვილს.

ამის შემდეგ სტადიონზე ჩაირთვება აბიდალის საპატივსაცემო ვიდეო, რის შემდეგაც გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი მთელი გუნდის სახელით მადლობას გადაუხდის ფრანგს. ცერემონია ძალიან ემოციური იქნება, ამიტომაც რამდენიმე სიტყვას ერიკიც წარმოთქვამს. სტადიონს ერიკ აბიდალი თანაგუნდელების მიერ შექმნილი საპატიო დერეფნის გავლით დატოვებს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=sr8HpkQ1Y_0]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.