"სელტას" პრეზიდენტი რაფინიასადმი ინტერესს ადასტურებს

"სელტას" პრეზიდენტი რაფინიასადმი ინტერესს ადასტურებს

"სელტას" პრეზიდენტი, კარლო მოურინო "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელის, რაფინია ალკანტარას მიმართ ინტერესს ადასტურებს. მოურინო ინარჩუნებს იმის იმედს, რომ რაფინია მომავალ სეზონში მისი გუნდის რიგებში იასპარეზებს. "იმედია ჩვენ შევძლებთ რაფინიას შეძენას, მაგრამ არ მინდა ამ ყველაფრით მოტყუვდეს გულშემატკივარი, რადგანაც მათ არ სურთ ფუჭი იმედებით ყოფნა".

"კლუბი გააგრძელებს მისთვის ბრძოლას, თუმცა ეს არ იქნება ადვილი განსახორციელები ტრანსფერი, მას კონტრაქტი "ბარსელონასთან" წლის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც ჩვენ კატალონიელებს დავუკავშირდებით იმის იმედით, რომ რაფინიას ჩვენს რიგებში გადმოვიბირებთ". - აცხადებს "სელტას" პრეზიდენტი.

მას შემდეგ, რაც "სელტას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლუის ენრიკე დაინიშნა, მით უფრო გაიზარდა შანსები იმისა, რომ ტიაგო ალკანტარას ძმამ სწორედ ჩემს მიერ აღნიშნულ კლუბში გააგრძელოს კარიერა. კარლო მოურინო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ახალგაზრდა ფეხბურთელის მის გუნდში გადასაბირებლად, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი. "ჩვენ გაგვიჭირდება რაფინიას ხელში ჩაგდება მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს მისი მამა და მწვრთნელი შეუწყობენ, ეს ყველაფერი მეტ წილად დამოკიდებულია ფულზე და ასევე იმ კლუბებზე, რომლებიც ასპარეზობენ ევროპაში და იბრძვიან საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის". - დაასრულა მოურინომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.