"სელტას" პრეზიდენტი: "ბარსას" მიმართ სიმპათია არასდროს დამიმალავს"
ვიგოს "სელტას" პრეზიდენტი კარლოს მოურინიო "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელ განცხადებს ავრცელებს. მისი თქმით, ის ყოველთვის კატალონიური გუნდის გულშემატკივარი იყო, ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ მისი გუნდი, ხვალ გასამართ შეხვედრაში, "რეალს" არაფერს დაუთმობს.
"ძნელია, ადამიანმა შეიცვალოს გუნდი, რომელსაც ის გულშემატკივრობს. მე, ბავშვობიდან "სელტას" გულშემატკივარი ვარ და "ბარსელონას" მიმართ ჩემი სიმპათიები არასდროს დამიმალავს. თუმცა, ეს მხოლოდ სიმპათიაა და მეტი არაფერი." - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს AS.
"სელტა" და "რეალი", ესპანეთის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში, ერთმანეთს ხვალ, ვიგოში დაუპირისპირდებიან. მასპინძლების მოგების შემთხვევაში, ლა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი "ბარსელონა" იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]