აბიდალი: "სიამოვნებით ჩავუდგებოდი კლუბის აკადემიას სათავეში"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მცველს, ვეტერან ერიკ აბიდალს კლუბის სტრუქტურაში სამსახური ხელმძღვანელობამ უკვე შესთავაზა და აბიდალიც თანახმაა წინადადებაზე. ფეხბურთელმა ამის შესახებ უკვე აღიშნა, რომ ყველაფერს კარიერის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ყველაფერი იქედან დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ერიკ აბიდალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა. სავარაუდოდ აბიდალი სამშობლოში უახლოვეს პერიოდში დაბრუნდება. არცთუ ისე დიდი ხნის წინ პრესაში დაიწერა, რომ "მონაკო" აბიდალის მიმართ ინტერესს იჩენდა.
"მე უკვე ვთქვი, რომ მომწონს "ბარსელონას" წინადადება მე კარიერის დასრულების შემდგომ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ მაგრამ გამოგიტყდებით, რომ დიდი სიამოვნებით ჩავიბარებდი "ბარსელონას" აკადემიას." - განაცხადა, აბიდალმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]