აბიდალი ”ბარსაში” კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნდება
”ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა, რომელსაც კატალონიურ გრანდში აკადემიის დირექტორობა შესთავაზეს, აღნიშნა, რომ აუცილებლად დათანხმდება ამ შემოთავაზებას, ოღონდ პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ.
უკვე ოფიციალურად არის ცნობილი, რომ კატალონიელები არ აპირებენ აბიდალთან გახანგრძლივებას, ასე რომ ერიკი კარიერის გაგრძელებას საფრანგეთში გეგმავს.
”მომწონს ”ბარსას” შემოთავაზება და მას აუცილებლად დავთანხმდები, ოღონდ კარიერის დასრულების შემდეგ. დიდი პატივია, მართო ”ბარსელონას” აკადემია.” - ციტირებს აბიდალს El Mundo Deportivo.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]