ბრაზილიის მეორე გამარჯვება და ბრწყინვალე ნეიმარი

ბრაზილიის მეორე გამარჯვება და ბრწყინვალე ნეიმარი

კონფედერაციის თასზე ბრაზილიისა და მექსიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე რაუნდის შეხვედრა გაიმართა, სადაც ბრაზილიამ გაიმარჯვა ანგარიშით 2-0.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, დანი ალვეშის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი "ბარსას" ახალწვეულს, ნეიმარს, მიუვიდა, რომელმაც ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა და ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმშიც ბრაზილია დომინირებდა, განსაკუთრებული აქტიურობითა და ლამაზი ფინტებით კი ნეიმარი გამოირჩეოდა, მის გარჯას მეორე ტაიმის ბოლოს შედეგი მოჰყვა, ულამაზესი მოძრაობით ჯუნიორმა მექსიკის ნაკრების ორი ფეხბურთელი მოატყუა და ჟოს საგოლე პასი გაუკეთა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, ნეიმარი დაასახელეს. საბოლოო ანგარიში კი 2-0 ბრაზილიის სასარგებლოდ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=R8d9SPJi1H8]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.