ალკანტარას ზაფხულში კლუბის დატოვება სურს
”ბარსელონას” ნახევარმცველს, ტიაგო ალკანტარას ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.
ფეხბურთელი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია მისი პროგრესისათვის და შესაბამისად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისათვის. ტიაგო არ არის კმაყოფილი მოედანზე გატარებული სათამაშო წუთებით. იგი თვლის, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
21 წლის ფეხბურთელის მომავალი ტიტო ვილანოვასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრის შეძენის მთავარი კანდიდატია ”მანჩესტერ იუნაიტედი”. ასევე, ტიაგოსადმი ინტერესს არ მალავენ ”მილანი”, ”რეალი” და ”სიტი”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]