კლუბმა, შესაძლოა, ალკანტარა ან ტელიო, მატას შესაძენად გაყიდოს

კლუბმა, შესაძლოა, ალკანტარა ან ტელიო, მატას შესაძენად გაყიდოს

”ბარსელონა” განიხილავს ”ჩელსის” შემტევი ნახევარმცველის, ხუან მატას ვარიანტს.
ესპანელი ფეხბურთელის შესაძენად კატალონიურ კლუბს რომელიმე პერსპექტიული ფეხბურთელის, ტიაგო ალკანტარას ან კრისტიან ტელიოს გაყიდვა მოუწევთ. 
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარას თავად სურს კატალონიური კლუბის დატოვება. იგი არ არის კმაყოფილი სათამაშო წუთებით. მისი პოტენციური მყიდველები არიან: ”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”რეალი”, ”სიტი” და ”მილანი”. რაც შეეხება კრისტიან ტელიოს, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრით დაინტერესებულნი არიან: დორტმუნდის ”ბორუსია”, ”შალკე 04” და ”ლივერპული”. 

თუ რატომ გახდა განხილვადი მატას შესაძლო ხილვა კატალონიაში, ეს ჟოზე მოურინიოს დამსახურებაა. პორტუგალიელ სპეციალისტს არ სურს საკუთარ კლუბში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ხილვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.