ბრაზილია 4-2 იტალია
კონფედერაციის თასზე გაიმართა A ჯგუფის ბოლო მატჩები, სადაც ბრაზილიამ 4-2 დაამარცხა იტალია. ამ შეხვედრაში "ბარსას" 2 ფეხბურთელი, დანი ალვეში და ნეიმარი მონაწილეობდა.
თამაში ბრაზილიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ პირველმა გოლმა ცოტათი დაიგვიანა. ანგარიში 46-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა დანტემ გახსნა. პირველი ტაიმი "სელესაომ" 1-0 მოიგო. მეორე ტაიმში ანგარიში სწრაფად გაათანაბრა იტალიამ. მარიო ბალოტელის შესანიშნავი პასის შემდეგ ჯაკერინის გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ზუსტად 4 წუთში, ნეიმარის წაქცევის გამო იტალიელთა კარისკენ ჯარიმა დაინიშნა, "ბარსას" ახალწვეულმა ფეხბურთელმა თავი ამჯერად ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა, 2-1 ბრაზილიელთა სასარგებლოდ. 66-ე წუთზე ფრედმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, მაგრამ 71-ე წუთზე კიელინიმ ანგარიში შეამცირა. საბოლოო გოლი კი კვლავ ფრედმა გაიტანა და ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=8lIXsiHWD3w]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]