ნეიმარი: "არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იყო მატჩის საუკეთესო"
ნეიმარმა მექსიკასთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, საკუთარი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ გაიტანა გოლი და ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქეს 2-0 სძლია. მე-9 წუთზე საკუთარი გუნდი ნეიმარმა დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს კვლავ ნეიმარის ბრწყინვალე გარღვევას და შესანიშნავ გადაცემას, ჟოს გოლი მოჰყვა, რამაც აღნიშნულ შეხვედრაში ყოველგვარი ინტრიგა ჩაახშო.
"ჩვენთვის მთავარია მოვიგოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მთავარია ის, რომ გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, ხოლო დანარჩენს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მეორეხარისხოვანია ის, თუ ვინ გაიტანა გოლი ან ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე". - ამბობს ნეიმარი.
"ქვეყნის ჰიმნი, ყოველთვის სასიამოვნოა მოსასმენად. ის შთაგვაგონებს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ საკმაოდ დიდი საქმეები". - განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელმა.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები იტალიასთან გამართავს, სადაც მატჩში ინტრიგა საკმაოდ დაბალია, რადგანაც ორივე გუნდს უკვე განაღდებული აქვს ნახევარფინალური ეტაპი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]