ნეიმარი: „მექსიკასთან სათამაშოდ 100%-ით მზად ვიქნები“

ნეიმარი: „მექსიკასთან სათამაშოდ 100%-ით მზად ვიქნები“

მოგეხსენებათ, რომ ბრაზილიამ იაპონია 3-0 გაანადგურა, 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფში გალიდერდა.

მესამე წუთზე, შესანიშნავი გოლი გაიტანა "ბარსას" ახალწვეულმა ნეიმარმა, რომელმაც შემდგომ ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

მატჩის შემდგომ, ნეიმარმა კომენტარი გააკეთა.

"მექსიკასთან მატჩში 100 %-ით მზად ვიქნები. მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემს ოჯახზე და ეს ძალას მაძლევს. გოლი, რომელიც გავიტანე მივუძღვენი ჩემს დას, მამაჩემს, დედაჩემს და მეგობარ გოგოს, ეს ძალიან კარგი გრძნობა იყო".

21 წლის ფეხბურთელი, საკუთრი თამაშით კმაყოფილია და განაცხადა, რომ ბრაზილია პროგრესირებს.

"გამიხარდა ლამაზი გოლის გატანა, მაგრამ ყოვეთვის ვამბობ, რომ მინდა გავაუმჯობესო ჩემი თამაში და გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო", - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების მექსიკის ნაკრებს ოთხშაბათს შეხვდება.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.