ფიფამ, შესაძლოა კონფედერაციის თასის გათამაშება შეწყვიტოს

ფიფამ, შესაძლოა კონფედერაციის თასის გათამაშება შეწყვიტოს

ბრაზილიის უბნებში ზედმეტი უწესრიგობის გამო, ფიფა უკვე კონფედერაციის თასის გათამაშების შეწყვეტაზე ფიქრობს.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოები გაოცებულნი არიან ბრაზილიის მცხოვრებთა აგრესიით და მასობრივი დემონსტრაციებით, რაც შეიძლება, ტურნირის შეწყვეტის მიზეზიც გახდეს, იტყობინება რადიო CBN. 
ორი დელეგაცია უკვე ფიქრობს ბრაზილიის დატოვებას, ერთ-ერთი დიდი ალბათობით იტალიაა, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სამხრეთ-ამერიკას ოჯახის წევრებთან ერთად ეწვივნენ. აღსანიშნავია ის საზარელი ფაქტიც, რომ სალვადორში ბრაზილიელმა მოსახლეობამ ავტობუსი ქვებით დაცხრილა. სამწუხაროდ, ფიფას პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა უკვე დატოვა ბრაზილია და ამჟამად თურქეთში იმყოფება, U-20 მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე.
შეგახსენებთ მოსახლეობის პროტესტის მიზეზს. ბრაზილიელი ხალხი თვლის, რომ სახელმწიფო ეკონომიკურად სერიოზულად დაზარალდა 2013 წლის კონფედერაციის თასისა და 2014 წლის მუნდიალის მზადების გამო.

კონფედერაციის თასზე "ბარსელონას" 9 ფეხბურთელი თამაშობს. ესენი არიან: ვალდესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, პედრო, ვილია, ნეიმარი და ალვესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.