ჩავის მსოფლიო ჩემპიონატზე რევანში სურს
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 34 წლის ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, არ არის წინააღმდეგი, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან რევანში აიღოს, კონფედერაციის 2013 წლის თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ (0:3).
"არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ჩვენ გვექნება შანსი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან რევანში ავიღოთ კონფედერაციის თასზე განცდილი მარცხის შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ეს გამოგვივა. მაგრამ რატომ ფინალში არა? რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ჩვენ რთული ჯგუფი მოგვიწია, თუმცა არც ბრაზილიელებს აქვთ საჩუქარი ჯგუფში. ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთი ყოველთვის გვაძლევს შესაძლებლობებს რევანშისათვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდება და რაც შეიძლება ახლოს ფინალთან." - განაცხადა, ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ესპანეთი ჯგუფურ ეტაპზე: ჰოლანდიას, ჩილეს და ავსტრალიას დაუპირისპირდება, ხოლო ბრაზილიელები: ხორვატიას, კამერუნს და მექსიკას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]