სკოლარი: „ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა“

სკოლარი: „ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა“

21 წლის ბრაზილიელმა ტალანტმა კონფედერაციის თასზე გაიბრწყინა, მან გაიტანა 2 ძალიან დასამახსოვრებელი გოლი. "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა იტალიასთან თამაშამდე ისაუბრა და ნეიმარი სამ საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დააყენა.

"ბარსელონას" ფეხბურთელი, ნეიმარი, იაპონიასთან და მექსიკასთან გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო, გაიტანა 2 ულამაზესი გოლი  და ასევე ძალიან ლამაზი ფინტის შემდეგ საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ნეიმარის მომდევნო გამოცდა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ იქნება, მანამდე კი ლუიშ ფელიპე სკოლარი 21 წლის ბრაზილიელს მესისა და რონალდუს გვერდით აყენებს.

"ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა, ბრაზილიაში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა შეუძლია მას და ვნახეთ კიდეც მისი საოცარი უნარები გასულ თამაშებში", განაცხადა 64 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ჯუნიორის დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლის აგვისტოში შედგა, მას შემდეგ მან 36 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა შეძლო.

"ბარსამ" მის სანაცვლოდ "სანტოსს" 57 მილიონი ევრო გადაუხადა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.