„ბარსა“ კონფედერაციის თასზე სილვასა და ლუიზს აკვირდება
"ბარსელონას" სკაუტები ბრაზილიაში არიან და ყურადღებით აკვირდებიან სილვასა და ლუიზს, რომლებიც "ბლაუგრანას" დაცვის გაძლიერების მთავარი კანდიდატები არიან.
Mundo Deportivo-ს მტკიცებით, "ბლაუგრანას" წარმომადგენლები არიან კონფედერაციის თასზე და აკვირდებიან ბრაზილიის დაცვის დუეტს.
ტიაგო სილვას ნოუ კამპზე გადაბარგებაზე ჯერ კიდევ მისი "მილანში" ყოფნის დროს საუბრობდნენ, ხოლო დავიდ ლუიზი ახლახანს გახდა ტიტო ვილანოვას ახალი სამიზნე.
"ჩელსის" ცენტრალური მცველის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 25 მილიონი ევროა, ხოლო "პსჟ" ტიაგო სილვას 40 მილიონ ევროდ აფასებს.
"ბარსა" უკვე დიდი ხანია ცდილობს ცენტრალური მცველის შეძენას, ეს მიზანი, ადრიანოსა და პუიოლის ტრამვებითა და პიკეს არადამაკმაყოფილებელი თამაშითაა განპირობებული.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]