ნეიმარი: "ჯარიმის შესრულებამდე თავდაჯერებულობას ვგრძნობდი"
კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულმა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ნეიმარმა გუშინდელი მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელებმა იტალიელები (4:2) დაამარცხეს. ნეიმარმა კი თავი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა.
"მე მომწონს, რომ ჩვენი გუნდი ძირითადად შეტევით სტილში თამაშობს. სწორედ ამის გამო მეტოქეს დიდი პრობლემები ექმნება, რადგან საფრთხე ნებისმიერი მხრიდან ემუქრებათ. როცა მე საჯარიმოს ვასრულებდი ვგრძნობდი ძალას და თავდაჯერებულობას, სწორედ ამიტომ ვთხოვე მოთამაშეებს ჯარიმის საკუთარ თავზე აღება. ჩვენ კარგად ვასპარეზობთ კონფედერაციის თასზე, ეს კი ძალიან გვახარებს." - განაცხადა, ნეიმარმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]