66 ტიტული უკანასკნელ 5 წელიწადში
როგორც ვხედავთ, ”ბარსელონა” არ გამოირჩევა ევროპაში მხოლოდ საფეხბურთო კლუბით. სპორტის 5 სახეობაში ერთად, კატალონიელებმა უკანასკნელ 5 წელიწადში 66 ტიტულის მოგება მოახერხეს. ფეხბურთის და კალათბურთის გუნდებმა ყველაზე მეტჯერ მოახერხეს ამა თუ იმ თასის აწევა (15 და 14).
66 ჯილდო ბოლო 5 წელიწადში - ეს ადვილი სათქმელია, თუმცა ძალიან, ძალიან რთული შესასრულებელი. წარმოიდგინეთ, კლუბი წელიწადში საშუალოდ 13 ტიტულზე მეტს უნდა იგებდეს, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია. რაც შეეხება საფეხბურთო გუნდს, სტატისტიკის მიხედვით ჩვენი საყვარელი ”ბარსელონა” ბოლო 5 სეზონში საშუალოდ 3 თასს იგებს.
ფეხბურთი - 15 ტიტული
2008/09: თასი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა
2009/10: ესპანეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ლა ლიგა
2010/11: ესპანეთის სუპერ თასი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა
2011/12: ესპანეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის თასი
2012/13: ლა ლიგა
კალათბურთი - 14 ტიტული
2008/2009: ლიგა
2009/10: კატალონიის თასი, ACB-ს სუპერ თასი, თასი და ევროლიგა
2010/11: კატალონიის თასი, ACB-ს სუპერ თასი, თასი და ლიგა
2011/12: კატალონიის თასი, ACB-ს სუპერ თასი და ლიგა
2012/13: კატალონიის თასი და თასი
ხელბურთი - 13 ტიტული
2008/09: თასი
2009/10: პირენეის ლიგა, თასი და ასობალის თასი
2010/11: პირენეის ლიგა, ლიგა და ევროპის თასი
2011/12: კატალონიის სუპერთასი, ასობალის თასი და ლიგა
2012/13: კატალონიის სუპერთასი, ასობალის თასი და ლიგა
ფუტზალი - 13 ტიტული
2008/09: კატალონიის თასი
2009/10: კატალონიის თასი
2010/11: კატალონიის თასი, ესპანეთის თასი, თასი და ლიგა
2011/12: ესპანეთის თასი, თასი, უეფას ფუტზალის თასი და ლიგა
2012/13: ესპანეთის თასი, თასი და ლიგა
ჰოკეი - 11 ტიტული
2008/09: ესპანეთის სუპერთასი, ინტერკონტინენტალური თასი და ლიგა
2009/10: კონტინენტალური თასი, ევროპის თასი და ლიგა
2010/11: თასი
2011/12: ესპანეთის სუპერთასი, თასი და ლიგა
2012/13: ესპანეთის სუპერთასი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]