ტიტოს ახალ სეზონში 3-4 მატჩის გაცდენა მოუწევს

ტიტოს ახალ სეზონში 3-4 მატჩის გაცდენა მოუწევს

”ბარსელონას” მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა შემდეგ სეზონშიც ვალდებული იქნება ნიუ-იორკში პროცედურებზე რეგულარულად იაროს, ასე რომ მას 3-4 მატჩის გაცდენა მოუწევს.
გასულ სეზონში 44 წლის სპეციალისტი ვალდებული იყო საოპერაციო მაგიდაზე დაწოლოლიყო და ამ მიზეზით, მან სეზონის დიდი ნაწილი გააცდინა. მიუხედავად ”კამპ ნოუზე” გაჩენილი ჭორებისა, იმის შესახებ, რომ ტიტო კლუბს დატოვებდა, იგი დაბრუნდა და სეზონის მიწურულს ლა ლიგის მოგებაც მოახერხა. გავლენიანი ესპანური გამოცემა SPORT იტყობინება, რომ ვილანოვას შემდეგ სეზონშიც არაერთი მატჩის გაცდენა მოუწევს, იგივე მიზეზების გამო. სავარაუდოდ, ტიტოს შემცვლელი მის არყოფნაში, ისევ ჟორდი როურა იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.