აბიდალის აგენტი: "მონაკოსთან" მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას დასრულდება"

აბიდალის აგენტი: "მონაკოსთან" მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას დასრულდება"

დავიდ ვენდიტელიმ, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, ვეტერანი ერიკ აბიდალის აგენტია, ფრანგი ფეხბურთელის კარიერის მომავალზე ისაუბრა. იტყობინება, Fichajes. 

"მონაკო", "ლიონი" და "მონპელიე" მისით დაინტერესებულნი არიან. ასევე არის ინტერესი სხვა ქვეყნის ლიგებიდანაც მაგალითად გერმანია, სადაც აბიდალის ახლო მეგობარი ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელია. თუმცა აბიდალს სურს, რომ ოჯახური მიზეზების გამო სამშობლოში, საფრანგეთში დაბრუნდეს. ასე, რომ "მონაკო" - მისთვის პრიორიტეტული ვარიანტია. ეს კლუბი ერიკს მოკლე კონტრაქტს სთავაზობს, რადგან ის უკვე 33 წლის არის. თუმცა იგი კარგ ფორმაში იმყოფება. "მონაკოსთან" მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას დასრულდება, ერიკს სხვა კლუბებისგანაც აქვს შემოთავაზებები ამიტომ ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ სხვა კლუბების ინტერესებსაც." - განაცხადა, ვენდიტელიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.