მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად !
მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად !
ბრწყინვალე, უბადლო, ამაკანკალებელი, სენსაციური, მაგნიტური, არაჩვეულებრივი, ჯადოქრული, განუმეორებელი, ყოვლისმომცველი, შესანიშნავი, აღმაფრთოვანებელი, უნიკალური, გასაოცარი, განმაცვიფრებელი, შთამბეჭდავი, ერთადერთი, ლეგენდარული, შეუდარებელი, დიდებული, ზღაპრული, ფენომენალური, გენიალური, არაამქვეყნიური, ფანტასტიური, ქარიზმატული...
ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ბრაზილიელს ამკობენ.
რონალდინიო (პორტ. Ronaldinho), სრული სახელი რონალდო დე ასის მორეირა (პორტ. Ronaldo de Assis Moreira), დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში (Porto Alegre), მას ვიცნობთ როგორც რონალდინიოს (პატარა რონალდო) ან რონალდინიო გაუჩოს სახელით, იგი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

რა შეიძლება ითქვას მასზე ? არც არაფერი, მასზე ის თავად საობრობს და მისი თამაში მეტყველებს. რონალდინიო იყო საუკეთესო მსახიობი რომელიც ფეხბურთს თამაშობდა, ის მოედანზე სპექტაკლებს დგამდა.
მის კარიერაში წარმატება როგორ მოვიდა ყველამ კარგად ვიცით. ტიტულები, გამარჯვება, ხალხის სიყვარული ეს ყველაფერი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ, მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ის რაც გარდაუვალი იყო. მას უნდა დაეტოვებინა კლუბი, რომელმაც შეცვალა მისი კარიერა. იმ დროს მისი წასვლით არავინ იყო გახარებული და ბედნიერი. თუმცა როგორ შეიძლებოდა ვინმეს ეს ამბავი მარტივად გადაეტანა. ის სიმბოლო იყო კლუბის და იქნება ყოველთვის. გაუჩო არის სარკე, რომელშიც უნდა ჩაიხედო და მაგალითი აიღო. ის დიდებული ადამიანია. მე დღესაც ვუყურებ მის ვიდეოებს და ვტკბები მისი თამაშით.

2008 წელს მან დატოვა ადგილი სადაც თავის კარიერაში ყველაზე მეტი გააკეთა და თქვა საკუთარი სახლი... ეს რა თქმა უნდა კატალონიის "ბარსელონაა" იყო..
გულშემატკივარი "გაუჩოს" კლუბიდან წასვლაზე:
''ბარსას'' გულშემატკივრებისათვის, ძალიან რთული იქნება ამ ამბავის გადატანა. დღეიდან კლუბი შეიცვლება. ჩვენ უნდა შევეგუოთ ''ბარსას'', რომელიც გაუჩოს გარეშე გამოვა მოედანზე. ეხლა მას ძალიან რთული დღეები აქვს და ჩვენ მის გარშემო მყოფმა გულშემატკივარმა უნდა დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია.''
''ბარსადან'' მიდის ამ კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ის ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით. ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა და ფეხბურთელებს იმის სტიმულს აძლევდა, რომ მასზე მეტი ევარჯიშათ, ამიტომ გუნდი ყოველთვის ძლიერი იყო. მას ყველამ დიდი პატივი უნდა სცეს, რადგან ეს მან დაიმსახურა. ეხლა, მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი კლუბის ისტორიის სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის."
"მე რონალდინიოს მსგავსი ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს. მას აქვს ტექნიკა, სისწრაფე, კარგი დარტყმა, მოკლედ ყველაფერი, რაც ბრწყინვალე ფეხბურთელს სჭირდება. თავის დროზე იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა "ბარსელონაში". ვიმედოვნებ, პუბლიკა მას აღტაცებით დახვდება." - ეს კი ჟოსეპ გვარდიოლას სიტყვებია..

მასზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ამავდროულად ძნელია იპოვო სიტყვები, რომელიც მის ფენომენლაურობას აღწერს.
გავიდა დიდი დრო რაც მან მისი ''ბრწყინვალების ხანა'' დაასრულა, მაგრამ იგი ისეთივე რჩება გულშემატკივრის გულში როგორიც იყო მაშინ ! ის არის მზე, რომელიც ნათებას არ წყვეტს. ის არის ადამიანი და სპორტსმენი, რომელიც უყვარს ყველას და რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივირის უმეტეს ნაწილს შეაყვარა ეს სპორტი.

"ზოგი იბადება დიდებულ ფეხბურთელად. ზოგი ბევრი ვარჯიშის შედეგად აღწევს ამას. არსებობენ გამარჯვებული ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ არაფერი მოუგიათ, ზოგი კი აგრძელებს სწავლას, მას შემდეგაც კი, როცა წარმატებას აღწევს. აი, ეს ყველა თვისება გაერთიანებულია ერთ ადამიანში - რონალდინიოში."
''მე ყოველთვის ვიძახი და კიდევ ვიტყვი იმას, რომ რონიმ ''ბარსას'' ისტორია რადიკალურად შეცვალა. ის ჩვენი გუნდის ლიდერი იყო. ჩვენ დიდი ხანი ერთად არ მოვდიოდით, მაგრამ მისი მოსვლის დღიდან ''ბარსაზე'' ბევრი ალაპარაკდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მისთვის მადლობა მეთქმის. ის მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მისი თამაშით მან ყველანი გააოცა". - ვიქტორ ვალდესი

,,რონალდინიო განსაკუთრებული ფეხბურთელია. არ ვიცი რა მოუვიდა მას ბოლო წლებში როცა ნაკრებში გამოდიოდა, თუმცა ვიცი რომ ის ,,ბარსელონაში" მაშინ მივიდა როცა კლუბს ყველაზე მეტად უჭირდა. შეიძლება ითქვას რონალდინიომ ბარსელონას ისტორია შეცვალა. ის წარმატებები რაც ახლა ბარსელონას მსოფლიო ფეხბურთში აქვს 80% რონალდინიოს დამსახურებაა. რონალდინიოს ადგილი ეხლა ლიონელ მესიმ დაიკავა თუმცა განსხვავება ის არის რომ ჩვენ ყველამ ვიცოდით რომ არგენტინელი დიდი ფეხბურთელი გახდებოდა." - ედმილსონი

ადამიანი, რომელიც გახდა ფეხბურთელი. ფეხბურთელი, რომელიც გახდა დიდი ფეხბურთელი. დიდი ფეხბურთელი, რომელიც გახდა ლეგენდა. აი ეს არის გაუჩო. მას სხვანაირად არ შეუძლია. ის, უბრალოდ ასეთია…
ის არის ის, რომელიც არის დაფასებული განურჩევლად ყველა გულშემატკივრისა !
[media=http://www.youtube.com/watch?v=psTdelFncQ4]
"რონალდინიო მესისთვის კარგი მაგალითი იყო. მას შეეძლო ეჩვენებინა, რა უნდა გააკეთო და რა - არა." - თენ კატე
[media=http://www.youtube.com/watch?v=kKjy0-wNvuU]
"ის უბრალოდ ენით აღუწერელია" - ჩავი ერნანდესი
[media=http://www.youtube.com/watch?v=3lQpRrS4fGU]
სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]