კოშელნი „არსენალის“ დატოვებას არ აპირებს
"არსენალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლორან კოშელნიმ, განაცხადა, რომ არ აპირებს ზაფხულში კლუბის გამოცვლას. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ვრცელდებოდა ჭორები "ბარსას" მხრიდან კოშელნისადმი ინტერესის თაობაზე.
"ჩემი კონტრაქტი კიდევ 4 წელს ითვალისწინებს და მე ისევ ამ კლუბში ვარ. მთავარი ისაა, რომ "არსენალი" კვლავ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. ითამაშო "არსენალის" რიგებში ევრობის საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ, ეს ძალიან საინტერესოა", განაცხადა კოშელნიმ ფრანგულ პრესასთან საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]