კოშელნი: "ესპანეთის ნაკრები "ბარსას" ჰგავს და ეს მე დამეხმარება"
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლორან კოშელნიმ ისაუბრა ესპანეთის ნაკრებზე, რომლის წინააღმდეგაც "მამლები" ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშებენ.
"ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. გავედით ჯგუფური ეტაპიდან 1/4 ფინალში და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფრო წინ წავიდეთ. მატჩი მოქმედ ჩემპიონებთან ევროპის ჩემპიონატზე ჩემთვის პირველი იქნება, რაც ძალიან მახარებს."
"ესპანეთის ნაკრები ძალიან ჰგავს კატალონიის "ბარსელონას", რაც ძალიან დამეხმარება, რადგან "არსენალის" რიგებში ყოფნისას სწორედ "ბარსას" ვეთამაშეთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში." –ციტირებს კოშელნის სიტყვებს TF1.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საფრანგეთის შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 22:45 სთ–ზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]