"სელტას" შემადგენლობას "ბარსას" რამდენიმე ფეხბურთელი შეავსებს

"სელტას" შემადგენლობას "ბარსას" რამდენიმე ფეხბურთელი შეავსებს

როგორც ესპანური წყაროები იტყობინებიან, "სელტა" შემადგენლობას, რომელიც ცოტა ხნის წინ ლუის ენრიკემ ჩაიბარა სავარაუდოდ ჯონათან დოს სანტოსიც შეავსებს. ლუის ენრიკემ ტრანსფერი თავად მოსთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას.

23 წლის ჯონათან დოს სანტოსის გარდა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ თავადაც არ მიუღია. "სელტას" სავარაუდოდ რაფინიაც შეუერთდება, რომელმაც კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა თუმცა ლუის ენრიკეს კლუბში არენდის წესების თანახმად გადავა 1 წლით. 

ჯონათან დოს სანტოსმა გასულ სეზონში "ბარსელონას" პირველ გუნდში 6 შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ "სელტას" უკვე შეუერთდა "ბარსელონას" უკვე ყოფილი ფეხბურთელი ანდრეუ ფონტასიც. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.